გიორგი მარგველაშვილი: „ქართული ოცნება“ არ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს - მე მელოდებიან
21-07-2018, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდების და თავისუფალი ინდივიდების აქტიური მონაწილეობის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ აშენდება.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში მისი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მთავარი კითხვაა, მაგრამ ამ ეტაპზე მასზე პასუხის გაცემას არ აპირებს.

 


„ამ კითხვაზე პასუხის არგაცემით დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. „ქართული ოცნება" არ ასახელებს კანდიდატს - არ იციან როგორ დაასახელონ კანდიდატი. ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ, თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი? ახლა ყველაზე მეტად აწყობთ, მე ვთქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას, მაშინ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი და ჭკვიანი იქნება, აქ (სასახლეში) იმ კანდიდატს ვერ ნახავთ, ვეტოს ის კანდიდატი არ გამოიყენებს, არავის არ შეეპასუხება, იქნება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით დაკავებული, მაგრამ შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს.

 


ახლა ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, რათა მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან, და მე ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, არამედ მართლა ღირსეული იპოვნონ თავის რიგებში.

 


ისეთი, რომელიც მოიგებს, თუ წააგებს ღირსებით იქნება სავსე. მე რომ დრეს ვუთხრა, რომ მე არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას გამოვლენ ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ, რომელიც მერე ასევე იქნება ყველაზე სუსტი პრეზიდენტი და ყველაზე მორჩილი.

 


სანამ ამ კითხვას შეინარჩუნებ მანამდე ხარ აქტუალური და მანამდე აინტერესებთ, იმიტომ რომ პასუხს, რომ გასცემ მერე ხომ აღარ აინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი