მე პოლიტიკური ბრძოლის არ მეშინია, აღნიშნული განცხადება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.
ბაქრაძე გიგი უგულავამ წარადგინა. წარდგენის შემდეგ, კანდიდატმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ოპოზიციისთვის იმ უმძიმეს წლებშიც კი, რომელიც 2012 წლის მერე იყო, ყველას კარგად გახსოვთ - მე არსად არ გავწეულვარ, მე არსად არ წავსულვარ, მე თვალს არ მოვფარებივარ, მე ვიდექი ბრძოლის წინა ხაზზე იმიტომ, რომ ყოველთვის ვიდგები ბრძოლის წინა ხაზზე", განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის ინსტიტუტი „გააფუჭა", „ვფიქრობდი, შევძლებ კი, რომ ასეთი ინსტიტუტით რამე გავაკეთო ჩემი ხალხისთვის და მე გადავწყვიტე, რომ - კი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.