მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები დაკითხავენ
22-07-2018, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები წინასწარ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას დაკითხავენ.

 

 

გამოძიება სუბელიანს დანაშაულის შეუტყობინებლობას, კალანდიას კი დანაშაულის დაფარვას ედავება. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხნაშვილმა გლდანის ციხეში შესვლამდე განაცხადა, რომ სუბელიანს და კალანდიას ყველა იმ შეკითხვას დაუსვამენ რაც საზოგადოებაში გაჟღერდა.

 

 

„ჩვენ დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში გაჟღერდა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია - დაწყებული იქიდან, თუ რა განახორციელა თენგიზ კალანდიამ, კონკრეტულად და ჰქონდა თუ არა მას რაიმე საუბარი მირზა სუბელიანთან. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მასთან დავსვამთ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საზოგადოებაში გაჟღერდა. ხომ არ გამოიყენა მან რაიმე ფორმით მისი სამსახურებრივი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ მან მალევე დატოვა თავისი თანამდებობა და ხომ არ ჰქონდა ვინმესთან მას კომუნიკაცია რაიმე ფორმით“,  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

„ევროპული საქართველოს“  წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანთან ძალიან ბევრი და დეტალური კითხვები ექნებათ, მათ შორის ის, ხომ არ ყოფილა გამოყენებული მისი თანამდებობრივი მდგომარეობა იმისათვის, რომ გამოძიება არათანმიმდევრულად წარმართულიყო.

 

 

„შეკითხვების დიდი ნაწილი მიმართული იქნება ბატონი მირზა სუბელიანისადმი. რამდენად ერეოდა ის გამოძიებაში, რამდენად ხდებოდა გამოძიების წარმართვა ტენდენციურად, იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები იყვნენ მონაწილეები და ფიგურანტები ამ ტრაგიკული შემთხვევის“,  განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი