პარლამნტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით, იქნა განხილული და 79 ხმით მიღებული კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“.
კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონი გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია სამოქალაქო და შრომის (საქართველოს ან უცხო ქვეყნის) კანონმდებლობებით დადგენილი წესით, ან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არიან საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, ან ასრულებენ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში სამსახურთან. კანონპროექტი განმარტავს თვითდასაქმებულის ტერმინს. კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.