„ქართული ოცნების“ წევრმა, აკაკი ზოიძემ პარლამენტის მიღებულ ახალ კანონზე ისაუბრა. ზოიძის თქმით, კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ არის ორიენტირებული მომავალზე და ეს კანონი იმის პერსპექტივაა, რომ ქვეყანაში ღირსეული სიბერის შესაძლებლობა გაჩნდეს, აღნიშნა ზოიძემ „ქრონიკის“ ეთერში.
„მიღებულია ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ეს არის კანონი, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალზე და პერსპექტივაა იმის, რომ ამ ქვეყანაში რეალურად გაჩნდეს ღირსეული სიბერის რეალური შესაძლებლობა და ჩვენ გვქონდეს პენსია, რომელიც დააკმაყოფილებს გადაუდებელ საჭიროებებს ადამიანის და სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას მისცემს ყველა იმ ადამიანს, ვინც ახალი სისტემის პირობებში გავა პენსიაზე. დღევანდელი მდგომარეობით ის 180 ლარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ხშირ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ხანდაზმულთა საჭიროებებს“, განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.