გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში ძლიერი ნალექის გამო საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
სახლებიდან მოქალაქეები გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია.
მაშველებმა 15 მოქალაქის ევაკუაცია 11 საცხოვრებელი სახლიდან განახორციელეს. მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე სამაშველო ნავებით გამოიყვანეს.
ადგილზე რჩება სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.