17-დან 20 ივლისის ჩათვლით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდთა საქმეთა სამსახურის მიერ სოფელ სათხაში მინი ფეხბურთში ღია ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ ნინოწმინდის, ახალქალაქის და წალკის მუნიციპალიტეტებიდან წარდგენილი გუნდები.
ტურნირზე სულ 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას, აქედან 13 გუნდი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან იყო, 2 გუნდი ახალქალაქის, ხოლო 1 გუნდი წალკის მუნიციპალიტეტიდან.
საპრიზო ადგილებისთვის თამაში 20 ივლისს შედგა, რომელსაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი ესწრებოდა. ფინალში ერთმანეთს ახალქალაქის და ხოჯაბეგის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ახალქალაქელთა გუნდმა მოიპოვა, ხოჯაბეგის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილს ახალქალაქის ახალგაზრდული გუნდი „აბული“ დასჯერდა.
გამარჯვებულ გუნდებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ სიგელები და მედლები გადასცა, ხოლო ჩემპიონ გუნდს ნინოწმინდის მერმა თასი გადასცა.
ნინოწმინდის კულტურის ცენტრთან არსებული მედოლეების ჯგუფმა თამაში საზეიმოდ გახსნა.
საუკეთესო მოთამაშეებს ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდა თაობებს სპორტული ცხოვრებისკენ მოუწოდეს.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.