სანდრო თვალჭრელიძე: მარგველაშვილს აუცილებლად ექნება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი, თუ „ქართული ოცნება“ მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს
23-07-2018, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „აუცილებლად ექნება გამარჯვების შანსი, თუ „ქართული ოცნება“ მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისა“ და კიდევ მასთან მდგომი სხვა პარტიების საერთო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების შანსი არ აქვს.

 


აღნიშნულის შესახებ ექსპერტმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 


„როდესაც კონსტიტუციური უმრავლესობა არსებობს და ქვეყნის მართვა ერთი ძალის ხელშია, არის დიდი საფრთხე, რომ მათ ავტორიტარიზმისკენ გაექცეთ ხელი, მით უფრო, რომ ორი ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ უფრო დიდხანს დარჩენის სურვილი მძაფრდება ხოლმე. თუ „ოცნება“ ავტორიტარიზმის გზას დაადგა, მაშინ ნამდვილად დასჭირდება კეზერაშვილის მსგავსი და მასზე უარესი ხალხი, ვინც ყველაფერზე იქნება წამსვლელი. ამ დროს საზოგადოების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება... „ქართულმა ოცნებამ“ როგორმე დასკვნები უნდა გამოიტანოს. ჩემი აზრით, ლაკმუსის ქაღალდი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები. ვნახოთ, ვის დაასახელებს მმართველი ძალა კანდიდატად“, აცხადებს ექსპერტი და შეკითხვაზე - „პრეზიდენტ მარგველაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ელოდება მის გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე და ამიტომ აჯანჯლებს საკუთარი კანდიდატის დასახელებას...“, - პასუხობს:

 

 

„გამიჭირდება იმის თქმა, ვინ ვის ელოდება, თუმცა, ვფიქრობ, მარგველაშვილი სწორად იქცევა, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ რომ არ ამხელს. მას აუცილებლად ექნება გამარჯვების შანსი, თუ „ქართული ოცნება“ მართლაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მმართველი ძალა არჩევნებს წააგებს. მოგეხსენებათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ რვა პარტიამ დაასახელა კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე. ვფიქრობ, რა შესაძლებლობაც ჰქონდათ, საუკეთესო კანდიდატი შეარჩიეს, თუმცა მას შანსი არ აქვს... ნამდვილად განათლებული და გაწონასწორებული ადამიანია, ასევე პლუსია ისიც, რომ ნინო ანანიაშვილის მეუღლეა... ერთი კია - ცოტა უცნაურია, როდესაც ზოგიერთი ამბობს, რომ ვაშაძის გვერდით მისი დასავლური ორიენტაციის გამო დგას და ეს მაშინ, როცა ამ „დასავლური კურსის მიმდევარმა“ ადამიანმა ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში გაატარა“.

 

კომენტარები: 1
#1   moshe
      
გიორგი მარტოა, მაგრამ ყველაზე დიდი, უფლი უდგას გვერდით, წესიერი ადამიანია...
23 ივლისი 2018 04:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი