„ეს არის ტყუილი, ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი“ - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა
23-07-2018, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის, სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის დედა ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. მისი თქმით, ეს არის ტყუილი, რომელიც მისი შვილის წინააღმდეგ შეთითხნეს. მწყემსის დედა ასევე აღნიშნავს, რომ პირველი ჩვენება კობაურმა ზეწოლის ქვეშ მისცა.

 

 

„ეს არის ტყუილი, ჩემი შვილის წინააღმდეგ შეთითხნილი. რასაც უნდა იმას ათქმევინებენ, როცა დაკითხეს ადვოკატის გარეშე და წინასწარ ნიმუშები აუღეს, მაშინ იყო ჩემს შვილზე ზეწოლა, აღიარებინეს, რაც უნდოდათ.

 

 

როცა ნახეს ადვოკატთან ერთად, თავის ზუსტი ჩვენება რაც იყო, მაშინ დაწერა, აღიარა რაც იყო, როგორც იყო და ვინც იყვნენ, მოძებნონ ისინი“, ამბობს მწყემსის დედა.

 

 

ექსპერტიზის დასკვნაში  აღნიშნულია, რომ ხადას ხეობაში გარდაცვლილ ლორა სმიტთან  ბრალდებულ  მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა, ასევე სმიტების 4 წლის შვილი თავზე იარაღის მიბჯენით არის მოკლული.

 

 

ექსპერტიზის მიერ დასკვნის გაცემის შემდეგ, მალხაზ კობაურის ადვოკატმა მის დაცვაზე უარი განაცხადა. კობაურს სახაზინო ადვოკატს სასმართლოს მოსმენაზე დაუნიშნავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი