ხონში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი „გორდი - 2018“ ჩატარდა. ღონისძებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ინტელექტ კლუბის წევრი და ინტელექტუალური თამაშებით დაინტერესებული 200-მდე სტუმარი ჩავიდა.
ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და სოფელ გორდში „შატო ჩიქოვანი“ მასპინძლობდა. ფესტივალის მიზანს, რომლის ჩატარება მომავალშიც იგეგმება, ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლების ხელშეწყობა, მათი ცოდნის გაღრმავება და განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
გამარჯვებულებისთვის პრიზები ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და აჭარაბეთმა დააწესა. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.
ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.