ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ დიდი უკმაყოფილებაა, იქ გაერთიანებულ ადამიანებს კი არა იდეოლოგიური მოსაზრებები, არამედ ძალაუფლებისკენ ლტოლვა და ბიძინა ივანიშვილი აერთიანებთ და როგორც კი ისინი ძალაუფლების ხელიდან გამოცლის საფრთხეს დაინახავენ, მაშინვე აჯანყდებიან.
აღნიშნულის შესახებ ექსპერტმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
„რაც უფრო მოახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ცენტრიდანული პროცესები მით უფრო გააქტიურდება - ერთი დავით ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიის დაშლას არ ნიშნავს, მაგრამ აშკარაა, რომ პარტიაში უკმაყოფილება დიდია. ეს არის ძალიან ამორფული წარმონაქმნი. იქ ხომ ხალხი იდეოლოგიური თვალსაზრისით არ არის გაერთიანებული - მათ აერთიანებთ ძალაუფლებისკენ ლტოლვა და ბიძინა ივანიშვილი. როგორც კი ძალაუფლების ხელიდან გამოცლის საფრთხეს დაინახავენ, მაშინვე აჯანყდებიან ან თუ დაინახეს უფრო ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე, მასთან ისკუპებენ. ოპოზიცია ახლა სუსტია, ამიტომაც მათ ჯერჯერობით სჭირდებათ „ქართული ოცნების“ ძალა და ფინანსები, მაგრამ თუ ოპოზიციაში გამოჩნდა ფულიანი ხალხი, ყველაფერი აირ-დაირევა“, აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.