„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.
მეშახტეები თავის მხრივ მოითხოვენ, რომ საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ. მათ ტყიბულში საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყეს.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.