საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყოფილი პირადი დაცვის უფროსს ბრალს პარიზში, May Day-ზე პროტესტანტის ცემაში სდებენ.
ალექსანდრ ბენალა პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი იყო. თუმცა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც ის პროტესტანტს სცემს, იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
პროკურორებმა მას ბრალი კვირას წაუყენეს. პრეზიდენტის დაცვის ყოფილ უფროსს ბრალად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ძალადობაში, საკუთარი თავის პოლიციის თანამშრომლად გასაღებასა და სამხილების განადგურების მცდელობაში ედება.
ამ სკანდალმა პრეზიდენტის რეპუტაციაც შელახა. მაკრონი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, რადგან ხალხი მას დაგვიანებულ რეაგირებაში სდებს ბრალს.
თავდაპირველად, საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი პირადი დაცვის უფროსს, რომელიც პრეზიდენტს მისი საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან იცავდა, 15 დღით შეუჩერა უფლებამოსილება.
გაგრძელება ამ ფაქტს მას შემდეგ მოჰყვა, რაც ოპოზიციის წევრებმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბენალა ამოიცნეს.
ვიდეოში ასახულია, როგორ აცვია ბენალას პოლიციის ჩაფხუტი, როგორ ათრევს ის ერთ-ერთ დემონსტრანტს პარიზში გამართულ მიტინგზე და როგორ ურტყამს ის სტუდენტ გოგონას.
მსგავსი ბრალდებით დაკავებულია ვინცენტ ქრეისიც, რომელიც პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი გასულ წელს იყო.
ამასობაში, პოლიციის სამ ოფიცერს წარედგინა ბრალი „პროფესიული საიდუმლოების დარღვევით“ 26 წლის ვინსენტისთვის ვიდეოკადრების გადაცემის თაობაზე, რომელზეც აღბეჭდილია მის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
როგორც ცნობილია, პოლიციელები ცდილობდნენ ვიდეომასალის დამალვას, რათა აღნიშნული კადრები სამხილად არ გამოყენებულიყო.
პოლიციამ დაკითხა ბრალდებულები და მათი სასამართლო პროცესი მომდევნო დღეებში შედგება.
აღნიშნული სკანდალის შესახებ პრეზიდენტ მაკრონს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტის სპიკერმა, ბრუნო როჯერ-პეტიტმა განაცხადა, რომ ბენალას ამ დემონსტრაციაზე ნება დართეს „დამკვირვებლის“ სტატუსით ყოფილიყო.
„აშკარაა, რომ ბენალა ამას გასცდა. ის დაუყონებლივ დაიბარა პრეზიდენტის კადრების განყოფილების უფროსმა და 15 დღით შეუჩერა უფლებამოსილება. ეს გახდა მის მიერ ჩადენილი მიუღებელი ქმედებისთვის განკუთვნილი სასჯელი“, აღნიშნა სპიკერმა.
ბენალას საკუთარი ქორწილის გადადება მოუხდა, რადგან ქორწილის დღეს მას პოლიცია კითხავდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერარდ კოლომბი ორშაბათს პარლამენტის წევრების კითხვებს გასცემს პასუხს.
საფრანგეთის სისხლის სამართლის მე-40 პუნქტის თანახმად, მთავრობას აღნიშნული ინციდენტის თაობაზე კრიმინალური სასამართლოსთვის დაუყონებლივ უნდა მიემართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.