შალვა ნათელაშვილი: „გამყალბებელთა ბანდა“ არჩევნებზე მოიყვანს „15 ლარიანებს“ და დადებს იმ შედეგებს, რაც ივანიშვილს სურს
23-07-2018, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა. ნათელაშვილი პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს მოუწოდებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნოს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, სხვა შემთხვევაში არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდება, რადგან სხვა თარიღით ნახევარი მილიონი ადამიანი არჩევნებზე ვერ მოვა.

 


„მოგეხსენებათ, შემოდგომაზე ხალხი უკანასკნელად აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. დაწყებულია ჭეშმარიტად ისტორიული პროცესი, რომელიც უნდა დამთავრდეს ქვეყნის გამარჯვებით ან ივინშვილ - ბანკირთა დინასტიური მმართველობით, მრავალი წლის მანძილზე, რასაც იმედია აღარ დაუშვებთ.

 

 

მმართველი ელიტა ყველანაირად ცდილობს ჩამოაცილოს ხალხი, მასობრივად, საარჩევნო პროცესს, ამისათვის არჩევნებს ნიშნავენ, როგორც წესი, ოქტომბრის შუალედში შაბათ-კვირას, როდესაც ხალხი გასულია მინდორ-ველებში ლუკმა პურის საშოვნელად, ახალი დაწყებულია სწავლის პროცესი სკოლებში, ინსტიტუტებში და ოპოზიციაც ვერ ასწრებს თავისი მწირი რესურსებით, შესაბამის ორგანიზებას, სამაგიეროდ ყველაფერს ასწრებს სახელმწიფო გამყალბებელთა ბანდა, რომლებიც აკეთებენ უბნების უზურპაციას მიჰყავთ 15 ლარიანები და დადებენ შესაბამის შედეგებს.

 

 

მე ვაფრთხილებ ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს, საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნეთ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, ოთხშაბათს ან ხალხი და მსოფლიო თანამეგობრობა ჩათვლის, რომ თქვენ უკვე იწყებთ არჩვენების გლობალურ, ტოტალურ გაყალბებას, რასაც უკვე არავინ გაპატიებთ.

 

 

სწორედ ახლად დაწყებული მოსავლის აღება, სასწავლო პროცესი, რთველი და ის სიცხე, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ხშირად გრძელდება, ამის გამო ნახევარი მილიონი კაცი არ მოვა არჩევნებზე და ხშირად ერთი ბიულეტენიც კი წყვეტს ქვეყნის ბედს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი