სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობენ
23-07-2018, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვაქვს გეგმა, რომ დღეს დავასრულოთ დისკუსია დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე მსჯელობენ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ბანგალორის პრინციპებს ეფუძნება და მასში ასახული მთელი რიგი ახალი რეგულაციებით, დისციპლინური წარმოების საკითხების მოწესრიგება კანონმდებლობის დონეზე უმჯობესდება.

 


„გვქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ამ კანონპროექტზე. გამოვკვეთეთ ოთხი ძირითადი თემა, რომელზეც მუშაობა გრძელდება და ამ ოთხიდან ერთერთი თემა არის დისციპლინური წარმოების საკითხები. გვქონდა საინტერესო დისკუსიები, შემუშავებულია პროექტი, რომელიც არსებითად ეფუძნება ე.წ.ბანგალორის პრინციპებს და ამ დოკუმენტში ასახულია მთელი რიგი ახალი რეგულაციები, რომლებიც აუმჯობესებს ამ საკითხის მოწესრიგებას კანონმდებლობის დონეზე. დღეს კიდევ ერთხელ მიმოვიხილავთ იმ დისკუსიების შედეგებს, რომლებიც გასული თვეების განმავლობაში გაიმართა და დღეს გვექნება საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ რეგულაციებთან დაკავშირებით. თუ რჩება საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დაზუსტებას, გასწორებას, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი დისკუსიისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი