თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს შეხვდა
23-07-2018, 13:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით რეფორმების მიმდინარეობა მიმოიხილეს.

 

 

„წელს პირველად ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს. ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ერთ-ერთი მკაფიო პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება. ევროპარლამენტართან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეფორმების მიმდინარეობას როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში. საქართველო შეფასებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც საუკეთესო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ჩვენი სურვილია ეს შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშშიც აისახოს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეს მამიკინს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, რითიც ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა. 

 

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ანდრეს მამიკინსი საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ასევე სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი