ქართველმა სამხედროებმა საინჟინრო ბრიგადის იუბილე აღნიშნეს
23-07-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართველი სამხედრო ინჟინერ-მესანგრეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.

 

 

ღონისძიების დასაწყისში ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლებმა ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც სარდალმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ საინჟინრო გვარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სამხედრო მოსამსახურეებს წარმატებები უსურვა და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

 

 

საინჟინრო გვარეობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალის ოფიციალური ნაწილი ჯარისკაცების დაჯილდოებით დასრულდა. ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზეზვა ნავერიანსა და ორ სამხედრო მოსამსახურეს კეთილსინდისიერი სამსახურისა და თავდადებისთვის ცეცხლსასროლი იარაღი გადაეცათ. სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უწყებრივი მედლით „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს. ზოგიერთ მათგანს თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსის, აღმოსავლეთის სარდლისა და ბრიგადის მეთაურის მადლობა გამოეცხადათ.

 

 

მოგვიანებით სტუმრებმა ბრიგადის შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა სპეციალური და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერეს და საბრძოლო მასალის განადგურების (EOD) ასეულის მიერ ჩატარებული საჩვენებელი სწავლება იხილეს.

 

 

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოზეფ ნოლტე და ჯარისკაცების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

 

26 წლის წინ, 23 ივლისს ზნაურის რაიონის სოფელ იონჩაში, პოლკოვნიკმა კარლენ კალანდაძემ, მაიორმა ანდრო მაღლაკელიძემ, ლეიტენანტებმა - დავით ასაბაშვილმა და გოჩა შავგულიძემ, ასევე, მოხალისეებმა - სპარტაკ და ირაკლი მაისურაძეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს. მოგვიანებით, ამ თარიღს დაუკავშირდა საინჟინრო-მესანგრეთა პროფესიული დღე.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი