ოთარ კახიძე: მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობაში გამოძიებისთვის დეკემბერში უკვე ცნობილი იყო
23-07-2018, 17:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ „ქრონიკის“ ეთერში შეაფასა დღევანდელი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კახიძის თქმით, 2017 წლის დეკემბერში გამოძიებისთვის უკვე ცნობილი იყო, მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობაში, თუმცა მიხეილ კალანდია არ დააკავეს. რატომ არ დააკავეს?, კომისიის წევრის თქმით, პროკურორებს ამ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ გააჩნიათ.

 

 

„პირველ რიგში მიხეილ კალანდიას შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიას გამოცემული აქვს რეკომენდაცია, სადაც ჩამოთვლილია მტკიცებულებები, რომლებსაც უნდა დაეფუძნოს ბრალდება და დაიწყოს სისხლის სამართლებლივი დევნა მის მიმართ.

 

 

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, აქ აქვს სამწუხაროდ ადგილი, როგორც მინიმუმ გაუგებრობას, ვინაიდან თბილისის ყოფილი პროკურორი არ ცნობს ან არ ახსოვს საქმის მასალები, რომელშიც არის საუბარი მიხეილ კალანდიას მხრიდან დავით სარალიძისთვის სახეში მუშტების დარტყმასა და მის შებოჭვას, რაც ავტომატურად გამოიხატება, როგორც მკვლელობაში თანამონაწილეობა, ვინაიდან, მაშინ როდესაც დავით სარალიძეს 12 ჭრილობას აყენებდნენ, მიხეილ კალანდია იყო ფარდულში, ხელით ეჭირა და ურტყამდა დავით სარალიძეს და ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის ცნობილი იყო ადრეულ სტადიაშივე, 2017 წლის დეკემბრის თვეში. თუ რატომ არ გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები, ამ კითხვებზე მათ დამაჯერებელი პასუხები არ გააჩნიათ“, განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი