„ერთიანი ნაციონალური მძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პირველ რიგში იფიქრებს თავის ფინანსურ უსაფრთხოებაზე, რადაგან მათ სახელმწიფო ფეხებზე კიდიათ და ეს 6 წლის განმავლობაში უკვე დაადასტურეს.
„მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ და კერძოდ, ბატონი ივანიშვილი უპირველეს ყოვლისა, იფიქრებენ თავიანთ უსაფრთხოებაზე. მათ სახელმწიფო, თბილისურად ვიტყვი, კიდიათ ფეხებზე, რაც 6 წელის განმავლობაში წარმატებით დაადასტურეს. თუ მათ ფიზიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას წაადგება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ივანიშვილი იქნება თუ სხვა, აუცილებლად მიიღებენ“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.