ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას მაქსიმალურად დაგეხმარებით, არც ერთი არ დარჩებით სახლების გარეშე
16-06-2015, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველას მაქსიმალურად დაგეხმარებით, არც ერთი არ დარჩებით სახლების გარეშე, - ამ სიტყვებით მიმრთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც დროებით სასტუმრო "აისბერგში" ცხოვრობენ.


მთავრობის მეთაურმა დღეს ისინი მოინახულა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სასტუმროს მეპატრონეს, რომელმაც დაზარალებულებს სასტუმრო უსასყიდლოდ დაუთმო.


"ჩვენ ყოველდღე შემოგვდის დახმარება სხვადასხვა კომპანიიდან თუ ადამიანებისგან. ეს არის გმირობის და სოლიდარობის გამოხატულება. თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტი, სამოქალაქო სოლიდარობის და გმირობის თვალსაჩინო მაგალითი და დიდი მადლობა ამისთვის", - მიმართა პრემიერმა სასტუმროს მეპატრონეს.


სასტუმრო "აისბერგში" ვერეს ხეობის 60-მდე მცხოვრებია განთავსებული, რომელთა შორის არის სტიქიის შედეგად დაღუპული ენუქიძეების ოჯახი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გარდაცვლილის ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი