არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ნინო ჩხობაძემ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მან ასევე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს გააცნო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოები ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე (2014-2020 წლების თემატური პროგრამა „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები).“
მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ ყურადღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „როდესაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა დანიშნულების საწარმო-ნაგებობების მშენებლობა და ხდება გარემოზე ზემოქმედება, აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება და მათი ინტერესების გათვალისწინება. დარწმუნებული ვარ წლების წინ მოსახლეობის ინფორმირება, რომ მომხდარიყო, სარკინიგზო ხაზი ზვარეში არ გავიდოდა და ზიანი არ მიადგებოდა ამ ხეობაში არსებულ უნიკალურ მინერალურ წყლებს. საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია რა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა და რატომ უნდა იყოს პროცედურა ისეთი, როგორც ევროპულ დირექტივაშია და რასაც ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს საქართველოს“ -აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.
„სამომავლოდაც გაგრძელდება მსგავში სამუშაო შეხვედრები, რათა გარემოზე ზემოქმედების სფეროში ქვეყნისათვის აუცილებელი რეგულირების დამკვიდრება ვუზრუნველყოთ, ამ პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში ვითანამშრომლებ თქვენთან“- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
შეხვედრის დასასრულს მერის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე სოფლებში ყველაზე მწვავედ ხე-ტყის მოპოვების საკითხი დგას, რაზეც მკაცრი რეგულაციებია დაწესებული და მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება.
ნინო ჩხობაძის ინფორმაციით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შემდეგ შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს მოიწვევს და მათთან ერთად განიხილავს ხარაგაულის მოსახლეობისათვის პრობლემურ საკითხს.
„მწვანეთა მოძრაობა“ პროექტს ოთხ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთში ახორციელებს, რომლის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლება გახლავთ.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.