ხარაგაულში, საქართველოში პირველად, ტოჩინოშინისა და გაგამარუს მხარდასაჭერად, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდა.
დევების ბაშო - ასე ეწოდა ტურნირს, რომელიც ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე გაიმართა.
დევების ბაშო2018 -ის გამარჯვებული ლადო არევაძე გახდა, რომელსაც მერის თასი, მუნიციპალიტეტისმერმა, ნიკოლოზთოფურიძემ გადასცა.
დევების ბაშო 2018-ის 18 წლამდელთა შერკინებაში კი, მიხეილ ღონღაძემ გაიმარჯვა.
სამოყვარულო ჩემპიონატს ხარაგაულში იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე-გუბერნატორი, იოსებ ხახალეიშვილი, ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ხარაგაულისახალგაზრდაინიციატორთაკავშირისინფორმაციით,დევების ბაშო სუმოს პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის ხარაგაულში ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად გაიმართება.
გამარჯვებულები ფულადი და სხვადასხვა სახის წამახალისებელი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პერსსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.