ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩეული ბიძინა ივანიშვილი მედიასთან გამოჩნდება და სამშაბათს, 24 ივლისს, „პირველი არხის“ სტუმარი იქნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იგი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის კითხვებს უპასუხებს.
გადაცემა ეთერში „მოამბის“ მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე, 21:45 საათზე გავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.