თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოდის, იმოძრავებენ მხოლოდ ლიცენზირებული ტაქსები, აიკრძალება მარჯვენა საჭიანი ტაქსების მოძრაობა, 2019 წლის ბოლომდე მთლიანად ახალი ავტობუსები იმოძრავებენ, მიკროავტობუსები კი მნიშვნელოვნად შემცირდება - მერია
24-07-2018, 11:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური ბიუჯეტიდან 270 მილიონი გამოიყოფა იმისათვის, რომ 2019 წლის ბოლომდე მთლიანად იყოს ჩანაცვლებული თბილისში დღეს არსებული ავტობუსების პარკი და ე.წ. ყვითელი ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ახალი ავტობუსებით, ამასთან ავტობუსების რაოდენობა 900 ერთეულამდე გაიზრდება.

 

 

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის მეთაური, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

 


ხმალაძის თქმით, მოხდება საავტობუსო ხაზების გაფართოება, მიკროავტობუსები მნიშვნელოვნად შემცირდება და ისინი შესაძლოა მხოლოდ იმ ადგილებში დარჩნენ, სადაც დიდი ზომის ავტობუსების გადაადგილება ვიწრო გზების გამო, არ ხერხდება.

 

 

ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავარი პრობლემა კერძო სატრანსპორტო საშუალებების დიდი რაოდენობაა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მკვეთრად შემცირდა, რადგან თბილისში ნახევარ მილიონზე მეტი კერძო სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული. თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს კერძო სატრანსპორტო საშუალებების კლების ხარჯზე.

 


ავტობუსების განვითარებასთან ერთად მოხდება მეტროპოლიტენის განვითარებაც. მეტროს 2019 წლიდან ყოველ მომდევნო წელს 4 ახალი შემადგენლობა დაემატება. მოხდება ტაქსების რეგულაცია. საკანონმდებლო ცვლილელება მიღებულია პარალმენტის მიერ და აგვისტოდან დაიწყება ნებართვების გაცემა, ხოლო 2018 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ყველა ტაქსი ლიცენზირების საფუძველზე იმოძრავებს.

 


ირაკლი ხმალაძემ ასევე თქვა, რომ პარკირებაში იქნება ცვლილებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების საფუძველზე დაწესდება ზონალური გადასახადები, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პარკირებაზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

 


დედაქალაქის მერია ასევე აპირებს, რომ ეტაპობრივად მოხდეს მარჯვენა საჭიანი, ორკარიანი და განსხვავებული ფერის ტაქსის მანქანების მოძრაობის აკრძალვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი