საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მწვანე ეკონომიკაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ მწვანე ეკონომიკაში გახდეს მოწინავე ქვეყანა, რადგან საქართველოს დიდი პლუსი სწორედ ბუნებაა. პერმიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა ბოლო წლებში იყო დანაშაული.
„საქართველოს აქვს 2 ყველაზე ფასეული პლუსი. პირველი, ეს არიან ჩვენი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები და მეორე, ეს არის ჩვენი ბუნება. მწვანე ეკონომიკა ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს ახალ ხარისხობრივ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკა და ზოგადად ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. ერთი ყველაზე პოპულარული და მე ვიტყოდი, მაღალი პოტენციალის მქონე მიმარულება, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ევრპული ქვეყნების უმრავლესობა, სწორედ მწვანე ეკონომიკის მშენებლობის გზას დაადგა. ჩვენ გვაქვს უნიკალური პოტენციალი, რომ გავხდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაში ერთ-ერთი მოწინავე ქყევყანა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი, ამ ყველაფერს სჭირდება გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, მწვანე ეკონომიკა იქნება ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი მიმართულება და ამ მწვანე ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, თბილისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.