იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციასა და თეა წულუკიანის 6 წლიანი მინისტრობის შეცდომებზე ისაუბრა. დოლიძის თქმით, მოსამართლეები იმ წნეხისგან უნდა გაეთავისუფლებინათ, რაც მათ 2005-2006 წლებში ჰქონდათ, მაგრამ თავის ნებაზე არ უნდა მიეშვათ. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს რაც სასამართლოში ხდება ამაში წვლილი წულუკიანსაც მიუძღვის, რადგან იუსტიციის მინისტრმა მათ სრული ბერკეტი მიანიჭა სისტემის სამართავად.
„ქალბატონი წულუკიანი ცალკე ვერ იქნება, ამ პოლიტიკური ნების შემადგენლობაში, რომელიც ფორმირდებოდა, თუმცა მას აქვს უდიდესი წვლილი სულ მცირე როგორც პოლიტიკოსმა, რომ ჰქონდა ერთი პოზიცია და უცებ ესე 100 გრადუსით შეცვალა და გადაწყვიტა, რომ თავიდან ბოლომდე ეთანამშრომლა ამ ჯგუფთან, რომელიც სასამართლოში გამყარდა და გარდა ამისა არ მარტო ეთანამშრომლა მიანიჭა მას სრული ბერკეტი, რომ ემართა სასამართლო სისტემა. აქ მარტო ის არ არის, რომ მიუშვეს მოსამართლეები, რა თქმა უნდა, უნდა მომხდარიყო იმ წნეხისგან განთავისუფლება, რომელიც მოსამართლეებს ჰქონდათ. მე მახსოვს, სხვათა შორის, ისეთი მოსამართლეები მყავს ნანახი ტიროდნენ, წიოდნენ და ოთახში იყვნენ ჩაკეტილი, როდესაც სპეცრაზმი ჰყავდათ გარშემო შემორტყმული ეს 2006-2005 წელს ვამბობ, რა თქმა უნდა ეს წნეხი უნდა მოხსნილიყო“, განაცხადა დოლიძემ „იბერიას“ ეთერში
დოლიძეს თქმით, წულუკიანმა თანამდებობრივად უნდა აგოს პასუხი, იმ შეცდომებზე რის გამოც, დღეს მოქალაქეები იხდიან კომპენსაციას.
„თეა წულუკიანს მრავალი პრობლემა აქვს, მაგალითად ის ასიათასობით ლარი, რომელიც საქართველოს ბიუჯეტმა გადაუხადა უკანონოდ განთავისუფლებულ თანამშრომლებს, ამ თემას არავინ რომ არ სვამს, ძალიან მიკვირს. უკანონოდ გაანთავისუფლეს საჯარო მოხელე წავიდა, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებზე ვამბობ, მარტო სუბელიანი და მისი კოლეგა არ არის, აქ არის არა ერთი საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს წაგებული აქვს. ჩვენ ჩვენი გადასახადიდან, ტყიბულში რომ მეშახტე არის, რომელსაც 800 ლარი აქვს ხელფასი, იმის გადასახადიდან ვიხდით ჩვენ, თეა წულუკიანის მიერ დაშვებული შეცდომებისთვის კომპენსაციას და ამ თემას რომ არავინ არ სვამს მიკვირს, ესეც მის კალათაში შედის. წულუკიანმა თანამდებობრივი პასუხი უდავოდ უნდა აგოს, თუმცა ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ დავინახეთ, რომ ადამიანი რაღაცას აშავებს მერე იმაზე პასუხს კი არ აგებს, პირიქით ადამიანები მიდიან სამსახურებიდან ისე, რომ მადლობებს ეუბნებიან, იგივე ირაკლი შოთაძის არ იყოს, რაღაც საშინელი აჯაფსანდალი მივიღეთ პროკურატურაში და ბოლო ბოლო ვერ გავიგეთ ამ ადამიანმა პასუხი აგო თუ მადლობებით და სიგელებით გავუშვით, იგივე ოთარ ფარცხალაძე ვინც გინდა თქვით“, განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.