პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი წყალტუბოში“-ს ფარგლებში მოსახლეობის ინფორმირებულობა ქალაქის ამჯერად მეორე ზონაში მოხდა.
ზონის კოორდინატორი გიორგი ხუციშვილი მოსახელობასთან წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ბადრი პაპავასთან ერთად მივიდა.
სამოქალაქო ბიუჯეტირების შესახებ მოქალაქეებმა სრული ინფორმაცია მიიღეს. მეორე ზონის ქუჩების მოქალაქეებისთვის სასურველი პროექტები ეზოებისა და ბავშვებისთვის გასართობი მოედნების მოწყობას უკავშირდება.
ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროგრამისთვის 150 000 ლარს დახარჯავს. შემდეგი ეპატი განაცხადების მიღება იქნება, პროექტების შედგენაში მოქალაქეებს კოორდინატორები გაუწევენ დახმარებას. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტირება წყალტუბო“ უკვე გაიცნო წყალტუბოს მოსახლეობამ.
ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.