ძლიერი ხანძარი საბერძნეთში: ქართული საგარეო უწყება სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
24-07-2018, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ათენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს, რომ დატოვონ სტიქიის ზონა  და გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები. დამატებით ინფორმაციისთვის კი დაუკავშირდნენ  ცხელ ხაზებს საბერძნეთში: 00306995779793, საქართველოში: (+995 32) 294 50 50.

 

 

„საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ, საბერძნეთში ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 00306995779793

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები, დატოვონ სტიქიის ზონა და თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისგან.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საბერძნეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამასთან, საბერძნეთის მთავრობამ სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის ტერიტორიის დატოვების რეკომენდაცია გასცა. სტიქიის ზონაში შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა.

 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში (+995 32) 294 50 50“, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

საბერძნეთში, ათენის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში გაჩენილ ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლს ასობით მეხანძრე ებრძვის. ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი