კრწანისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული 11 მოქალაქე, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაყვანილი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ამ ეტაპზე სასტუმროში იმყოფებიან, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი გადაეცათ.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე იმყოფება გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.