28 ივლისს 16:00 საათზე დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით „თამარისი“, რომელიც ეძღვნება მონაზონ თამარის (ეთერ უროტაძე) ხსოვნას. გამოფენის ორგანიზატორები არიან იზოლდა მელიქიშვილი, დარიკო ჩიხლაძე და ლიანა ანიაშვილი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საეკლესიო და საერო, ოქრომკედით და ვერცხლმკედით, ხევსურული ორნამენტებით, ჯვრული ტექნიკით შესრულებული ნაქარგობის უნუკალური ნიმუშები, მეფე თეიმურაზ მეორისა და ვახტანგ მეექვსის სრული შესამოსელი (ასლი), საქართველს სხვადასხვა კუთხის დაამახასიათებელი საერო სამოსი (სამუზეომო ასლები), უძველესი ჭედურობით ლითონში შესრულებული სამუზეომო ასლები და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ექსკლუზიური ნივთები. გამოფენა „თამარსი“ წარმოგიდგენთ 40-მდე ხელოვანის უნიკალურ ნამუშევრებს.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.