თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
07-02-2014, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს და თაღლითობაში ამხილეს 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ბესიკ ხ.

 


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბესიკ ხ. გამოგონილი სახელითა და გვარით კერძო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს უკავშირდებოდა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდას სთხოვდა.

 


გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბესიკ ხ. მიმდინარე წლის 5 თებერვალს "ვისოლ ჯგუფი"-ს ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და თანხის თაღლითურად მითვისების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით, 2500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ბესიკ ხ-მ გზავნილის სახით ჩარიცხული თანხა "ლიბერთი ბანკი"-ს ონის ფილიალიდან 2014 წლის 6 თებერვალს გამოიტანა.

 

 

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბესიკ ხ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს.
გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

 

 

 

 

http://police.ge/ge/shss-s-antikoruftsiuli-saagentos-tanamshromlebma-taghlitobis-faqtze-erti-piri-daakaves/6151 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი