საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შარტავას თქმით, ლიტურგიაზე შეუძლოდ გახდომის შემდეგ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებით აკვირდებიან, თუმცა რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია და სავარაუდოდ, ამ კვირას პატრიარქი თავად ჩაატარებს ლიტურგიას.
რაც შეეხება ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდერს მამიკინსთან შეხვედრის გადადებას, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია.
„არაფერი შეცვლილა. მდგომარეობა სტაბილურია. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. არანაირი დამატებითი სამედიცინო ჩარევა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მის ჯანმრთელობას ამ დღეებში, ახლაც საპატრიარქოში ვარ, თუმცა რაიმე გართულება არ არის. არც წნევის ცვალებადობის პრობლემაა. ჩემი მხრიდან არ ყოფილა რეკომენდაცია შეხვედრის გადადების თაობაზე. შესაძლოა, კარდიოლოგმა ურჩია. გვინდა, ცოტა დაისვენოს, წინა კვირასაც მივეცით რეკომენდაცია, რომ არ წასულიყო წირვაზე, მაგრამ წაბრძანდა. სავარაუდოდ, ამ კვირასაც თავად ჩაატარებს ლიტურგიას”, განაცხადა ცისანა შარტავამ, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი” იტყობინება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეუძლოდ კვირას, ლიტურგიის დროს გახდა და მსახურება შეწყვიტა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.