პარტია „ქართული ოცნების“ რიგებიდან გასულ კვირას გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ მდივანს ხვდება.
დეპუტატის თქმით, შეხვედრა საელჩოს წარმომადგენელთა ინიციატივით იმართება.
„მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. შევხვდებით და გვეცოდინება რასთან დაკავშირებით იქნება შეხვედრა. ალბათ, მიმდინარე მოვლენებს შეეხება საუბარი. ჩემი გარიცხვის შესახებ ინფორმაციას რა მიწოდება უნდა, ვფიქრობ, ჩემი გარიცხვის შესახებ ალბათ, სხვებმა უფრო მეტი იციან, რადგან ჩემთვის მართლა გაუგებარია არგუმენტები, რასაც ასახელებენ“, უთხრა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს.
მან ასევე თქვა, რომ მისი პარტიის რიგებიდან მისი გარიცხვის საკითხის გადახედვის მიზნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის არ მიუმართავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მმართველი პარტიის ზოგიერთ წევრთან და ამომრჩეველთან კონსულტაციების შემდეგ, ეს ნაბიჯი გადადგას.
„შემიძლია მიმართვა. უბრალოდ არ მიმიმართავს, ვადა მაქვს და ვფიქრობ, გამოვიყენო თუ არა. სხვადასხვა კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდები და მივიღებ გადაწყვეტილებას“, განაცხადა ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.