ლაოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ინტენსიური წვიმისას, მშენებლობის პროცესში მყოფი დამბის ჩამოქცევის შედეგად ასეულობით ადამიანია გამოცხადებული დაკარგულად და გარდაცვლილია დაუდგენელი რაოდენობის ადამიანი, იტყობინება BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.
ორშაბათს, გვიან, ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ჩამოქცევამ ატაპეუს პროვინციაში მიმდებარე ტერიტორიაზე 6 სოფელი დატბორა და 6 600-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, წერს ადგილობრივი მედია.
ახალი ამბების სააგენტო „ლაოს“ ინფორმაციით, „უბედურებამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასეულობით სხვა კი დაკარგულად ითვლება“.
კაშხლის ჩამონგრევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და პირველი ელექტროენერგია მიმდინარე წელს უნდა გამოემუშავებინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.