საბერძნეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა - ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
24-07-2018, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ათენის ირგვლივ მდებარე ატიკას რეგიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. ქვეყანაში სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

 


მაშველებმა 26 ზრდასრულისა და მოზარდის გვამებს მიაკვლიეს, რომლებიც ერთმანეთს ეხუტებოდნენ, სანამ ცეცხლის ალში გაეხვეოდნენ. ისინი ზღვიდან რამდენიმე მეტრში ცეცხლმა გამოკეტა და თავის დაღწევა ვეღარ მოახერხეს.

 


„მათ გაქცევა სცადეს, მაგრამ, საუბედუროდ, ბავშვებსა და უფროსებს დრო არ ეყოთ. როდესაც აღსასრულის მოახლოვება იგრძნეს, ინსტიქტურად ერთმანეთს მოეხვივნენ“, განაცხადა საბერძნეთის წითელი ჯვრის დირექტორმა ნიკოს ეკონომოპულუსმა ღია სივრცეში 26 გარდაცვლილის აღმოჩენის შემდეგ.

 


BBC-ს ცნობით, დაკარგული ადამიანების თაობაზე სამაშველო სამსახურში მრავალი ზარია შესული.



ქარის სიჩქარემ 80 კმ/სთ-ს მიაღწია და სახანძრო სამსახურებმა წყლის მზიდი თვითმფრინავების მთლიანი ფლოტი გაგზავნეს, რათა მოსახლეობას ევაკუაციისთვის მეტი დრო ჰქონოდათ. სამხედრო დრონები ძლიერი ქარის პირობებში ჰაერში დარჩნენ, რათა 600 მეხანძრისთვის მითითებები მიეცათ.


„ჩვენ არ გაგვიმართლა. ძლიერი ქარი ამოვარდა და ხანძარმა სანაპირო არე მთლიანად მოიცვა“, განაცხადა ევანგელოს ბორნოუსმა, ქალაქ რაფინას მერმა.


„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ხანძრის გასაკონტროლებლად“, აღნიშნა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, ალექსის ციპრასმა.

 

 



სტიქიასთან დაკავშირებით კოსტას კოუკუმაკასმა კომენტარი გააკეთა: „აღმოსავლეთ ატიკაში მიმდინარე პროცესები შავი ჯოჯოხეთია. ასობით დამწვარი ავტომობილისა და სახლის გვერდით ჩავლის შემდეგ ერთ-ერთ ეზოში პოლიციის თანამშრომელი შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ იმ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.



მე რამდენიმე გარდაცვლილს ვხედავდი, როდესაც იქაურობა ნისლს მოეცვა და ატმოსფეროში ტოქსიკური სუნი გავრცელებულიყო.



ჩემს ირგვლივ ვხედავდი ცეცხლში გახვეულ ხეებსა და ელექტროგადამცემ მავთულებს. ამის შემდეგ, პოლიციამ გადაკეტა ის ტერიტორია და მაშველების გარდა არავის უშვებდა“.



ხანძარი ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში ორშაბათს გაჩნდა და სამშაბათ დილის კვლავ ბობოქრობდა რამდენიმე ადგილას.



ევანგელოს ბორნოუსმა, რაფინას მერმა, Skai TV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ხანძარმა 60 ადამიანი იმსხვერპლა.



იმედგადაწურული ოჯახები, რომლებიც გაქცევას უშედეგოდ სცდილობდნენ, ცეცხლმა და კვამლის კედელმა გაწირა. ზოგიერთი მათგანი ავტომანქანებში დაიღუპა.

 


სანაპირო სამაშველო სამსახურისა და მოსახლეობის პირადმა ნავებმა ასობით მცხოვრები ცეცხლის კერიდან გაიყვანეს.

 

 



ხანძრის კერასთან ახლომდებარე დასახლებების მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ ხანძარს ზღვაში გაქცეოდნენ.



„საბედნიეროდ, ზღვა ახლოს იყო და ჩვენც ზღვაში შევედით, რადგან ხანძარი დიდდებოდა და ზღვისკენ გვიბიძგებდა. ალმა ზურგი დაგვიწვა და ჩვენც წყალში გადავხტით... ჩემი სიტყვები იყო - ღმერთო ჩემო, თავს უნდა ვუშველოთ“, განაცხადა კოსტას ლაგანოსმა, მატის სანაპიროს ერთ-ერთმა მოსახლემ.



ატიკაში ხანძარი ცხელი ზაფხულის პერიოდში ხშირი მოვლენაა. თუმცა, ძლიერმა ქარმა სიტუაცია გაამწვავა და ხანძარი გააძლიერა.



როგორც AFP News-მა განაცხადა, ხანძარი შესაძლოა იმ არსონისტებმა გამოიწვიეს, რომლებიც მიტოვებულ სახლებში ძვირფასეულობას ეძებდნენ.



„ათენის ტერიტორიაზე სამ განსხვავებულ ადგილას ერთდროულად თხუთმეტი კერა გაჩნდა“, განაცხადა მთავრობის სპიკერმა, დიმიტრის ტცანაკოპულოსმა.



მანვე დაამატა, რომ საბერძნეთი შეერთებულ შტატებს დრონებით დახმარებას სთხოვს, რათა „მარტივად შეამჩნიოს რაიმე სახის საეჭვო მოქმედება“.



საბერძნეთს დახმარება იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა გაუწიეს და დამატებითი ტექნიკა და მეხანძრეები გააგზავნეს სტიქიის ზონაში.



საბერძნეთს ამგვარი ხანძარი 2007 წლის მერე არ ახსოვს. 11 წლის წინ პელოპონესის ნახევარკუნძულზე გაჩენილ ხანძარს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი