პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია თანამდებობა შეიცვალოს, თუმცა აკონკრეტებს, რომ კობახიძესთან მხოლოდ და მხოლოდ „პირად საკითხთან“ დაკავშირებით იმყოფებოდა.
„ბატონ ირაკლი კობახიძესთან ვიყავი პირად საკითხთან დაკავშირებით, რაც არ ეხებოდა არანაირ პოლიტიკურ და სამსახურებრივ საქმიანობას“, უთხრა ჟურნალისტებს კახა კახიშვილმა, შეკითხვაზე კი - შესაძლებელია თუ არა მან პოზიცია შეიცვალოს და საზოგადოებამ იგი სხვა თანამდებობაზე იხილოს? - უპასუხა:
„რა ვიცი, ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჯერ.. რთულია გაიაზრო იმ ადამიანის გეგმები, რომელსაც წარმოუდგენია რომ ცხოვრებაში არასდროს არ შეიცვლება მის მიმართ, - ეს ერთი საკითხია, მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ადამიანურად გეუბნებით, რომ პირადი საქმე მქონდა და ამ პირად საქმესთან დაკავშირებით ვთხოვე შეხვედრა და შევხვდი როგორც მეგობარს... მე მოსაგვარებლად არ დავდივარ ხოლმე, არის რაღაც კონსულტაციები პირად საკითხთან დაკავშირებით“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.