თბილისის საკრებულოს წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სატრანსპორტო რეფორმების პროცესი იმაზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს ვიდრე ამას წინასაარჩევნოდ ვარაუდობდნენ, ასევე დავითულიანი აცხადებს, რომ ამ რეფორმების განხორციელებას სათავეში სწორედ კახი კალაძე უდგას.
„ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდა და ინდივიდუალური ტრანსპორტით გადაადგილების დაბალანსება, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თბილისისა და თბილისელებისთვის. თბილისის საკრებულოს, თბილისის მერის თაოსნობით მკაფიო და გაბედულ ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც ავტობუსების პარკის სრულ განახლებას, მეტროს შემადგენლობების განახლება-გაზრდას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის სინქრონიზაციას, პარკირების სისტემის მოწესრიგებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდას ემსახურება ქალაქში. ამის კომპლექსური ნაბიჯების გარეშე, შეუძლებელი იქნება თბილისის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ამ ამბიციური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში, უშუალოდ არის ჩართული თბილისის მერი; გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა, რაც დღევანდელ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაშიც გამოიხატა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო სისტემის რეფორმების პროცესი უფრო სწრაფი ტემპით ხორციელდება, ვიდრე წინასაარჩევნოდ ვვარაუდობდით. ჩვენი გათვლებით, 2019-2020 წლებისთვის ამ რეფორმების შედეგები უკვე ძალზედ თვალსაჩინო და ხელშესახები იქნება თითოეული თბილისელისთვის“, განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.