თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული რეგისტრაციის წესი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის სავალდებულო იქნება.
„ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს“, განმარტა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ნებართვის ერთი წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა.
„აღნიშნული მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსიზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება“, განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის გარეგნულ მხარეს - ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.