მივესალმები თბილისის მერის მზადყოფნას, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია - განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.
„ქალაქის განვითარება ნიშნავს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფას და განვითარებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მდგრად ეკოლოგიურ პოლიტიკას და ბედნიერ მოქალაქეებს, ამ მხრივ სატრანსპორტო პოლიტიკა ურბანული განვითარების ფუნდამენტური საკითხია და მივესალმები მერის, კახა კალაძის მზადყოფნას ამ საკითხში აქტიურად მოქმედებისთვის“, განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, ეს თემა აქტუალურია, როგორც მუნიციპალური, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რასაც დღევანდელ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლაც ცხადყოფს. როგორც თბილისის მერმა სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი კომპლექსურად გააზრებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი -ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვნად შემცირება, მგზავრთათვის სწრაფი, კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.