ბექა ოდიშარია: თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ერთნაირად ეხმიანება როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს, ისე წინაასაარჩევნო დაპირებებს
24-07-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მსგავსად მერიის მიერ ბოლო ხანს გაჟღერებული სხვა ინიციატივებისა ერთნაირად ეხმიანება როგორც მოსახლეობის მოთხოვნებს ისე წინაასაარჩევნო დაპირებებს“, აცხადებს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია.

 


„სატრანსპორტო პოლიტიკა ეს მხოლოდ გადაადგილების საკითხი არ გახლავთ. მისი სწორი შემუშავება და განხორციელება მომავალი თაობების ჯანმრთელობის, ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისა და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მიმართულების განუყრელი ნაწილია. ამ არასრული წლის განმავლობაში არ მახსენდება დღე, როდესაც მერი არ აბარებს ანგარიშს თანაქალაქელებს. ბუნებრივია, ჯერ კიდევ უამრავი რამაა პრობლემური, თუმცა დინამიკა და დამოკიდებულება საიმედოა“, აღნიშნავს ოდიშარია.

 


მისი თქმით, დაპირებული მნიშვნელოვანი პროექტების აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელებულია ან უკვე ჩაშვებულია წარმოების პროცესში.

 


„მერიასთან თანამშრომლობით ჩვენს არაერთი კანონი მივიღეთ, რომელიც მყარი წინაპირობაა ქალაქის იერსახის მოწესრიგებისა და მისი მომავალში ქაოტური არასასურველი პროცესებისგან პრევენციის კუთხით. ამიტომ ვფიქრობ რომ საზოგადოება სამართლიანად აფასებს დადებითად მერიისა და მერის საქმიანობას“, აცხადებს დეპუტატი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი