საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს და სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპის ჩემპიონატის მეცამეტეადგილოსანის ვინაობა ირკვეოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი პერიოდი 1-1, მეორე კი 3-3 დასრულდა და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მესამე პერიოდის დასაწყისში სლოვაკეთი გააქტიურდა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა ჩვენს ნაკრებს, თუმცა ქართველებმა ძალების მობილიზება მოახერხეს და მეტოქის ამ გაქცევას სამი უპასუხო გოლით უპასუხეს. შედეგად, მესამე პერიოდი ჩვენი გამარჯვებით, 7-6 დასრულდა.
გადამწყვეტ პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და გუნდებმა რამდენიმე კარგი მომენტი გააფუჭეს, თუმცა პირველი გოლი მაინც საქართველოს ნაკრებმა გაიტანა და საერთო ანგარიში 8-6 გახდა.
ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.