საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საბერძნეთს დახმარებას სთავაზობს და მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო.
„ბ-ნი, იანის კაპაკისი
საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივანი.
ძვირფასო გენერალურო მდივანო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ქართველი ხალხის სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ღრმა მწუხარება მასშტაბური ხანძრის გამო, რომლის შედეგადაც სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა და რომელმაც უდიდესი ზარალი გამოიწვია. ამ მძიმე წუთებში, ჩვენი ფიქრები არის ბერძენ ხალხთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც დაზარალდა ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს ვუსურვებ გამძლეობასა და მორალურ სიმტკიცეს. ეჭვგარეშეა, რომ საბერძნეთი მამაცურად გადალახავს ძნელბედობის ჟამს. გამოვხატავთ მზადყოფნას, რომ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. ძვირფასო გენერალურო მდივანო, გთხოვთ, მიიღეთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა.
პატივისცემით, შალვა ხუციშვილი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი“, ნათქვამია წერილში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.