ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ანდრის მამიკინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას გამოვთქვა სურვილი, რომ საქართველო მალე იხილოს ევროკავშირის პოლიტიკურ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, საუბრობს სრულფასოვან წევრობაზე.
მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრეს.
ანდრის მამიკინსმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთი მიმართულებით შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, რაც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც სამაგალითოა. ევროპარლამენტის მომხსენებელმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ევროპარლამენტის წევრის თქმით, საქართველოს მოქმედი მინისტრთა კაბინეტი მზადაა, პროევროპული ვექტორი გაატაროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში და დაიცვას საკუთარი ხალხი.
მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის წევრს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ“, რომელიც ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მითითებული პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ანდრის მამიკინსი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორი იქნება, რომელსაც ევროპარლამენტი ამზადებს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.