საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში, „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მართვა აღარ შეეძლო და მისი მეთოდები იყო არაეფექტური, რადგან ის გადაწყვეტილების შეთანხმებას მხოლოდ ალავიძესა და ქუმსიშვილთან ახერხებდა. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კვირიკაშვილმა ბალანსი დაარღვია სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და ყოფილი პრემიერის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში მინიმალურია.
„კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, ის მეთოდები რომელსაც კვირიკაშვილი იყენებდა არ იყო ეფექტური, უფრო გასაგებად, რომ ვთქვათ კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მმართველობაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნის და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან. მთავრობაშიც მას ჰყავდა მეგობრები და ამაში ცუდი არაფერი არ არის პრინციპში, მაგრამ ის რომ, მთავრობაშიც ვერ ხერხდებოდა გარკვეული საკითხებზე მსჯელობას და შეჯერებას, ძირითადად ის ორ მინისტრთან ალავიძესა და ქუმისშვილთან ახერხებდა, როგორც ჩანდა, გადაწყვეტილებების შეთანხმებას და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწვეტილება, მყისიერად შემოდიოდა საზოგადოებაში და არ შეიმჩნეოდა გუნდის და პარლამენტის მზაობა, ეს პრობლემა გუნდზე აისახებოდა და სწორედ, ამიტომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. კვირიკაშვილის მართვის ეს მეთოდი რომ გუნდს დაეტყო, რომ დაშლას იწყებდა, რამეთუ, მიზანი რისთვის იყო გუნდი მოწოდებული, მონაწილეობა მიეიღო ქვეყნის განვითარების პროცესში; შეხვედრის დროს მძიმე კითხვები დაესვა კვირიკაშვილს. იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის, არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავის ქმედებებით. რა თქმა უნდა, ლობირება ბიზნესის ეს აუცილებელია, ყველა ჩინოვნიკისგან, მე პირადად მონდომებული ვარ როგორც მოქალაქე, რომ მაქსიმალური ლობირება უნდა გავუწიოთ, როგორც შიგნით, ასევე ექსპორტზე.
ეკონომიკის ზრდის პროცესში კვირიკაშვილის წვლილი არ არის განსაკუთრებული, მაგრამ მასაც რაღაც წვლილი ჰქონდა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადასვლაში კვირიკაშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღვის, უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეს აქვს წვლილი ისევ ბახტაძე შემიძლია გავიხსენო - დღევანდელი პრემიერი, მაშინ როდესაც რკინიგზას კურირებდა და იმის შემდეგაც, როდესაც ფინანსთა მინისტრი გახდა, თუ ვინმეს აქვს ამაში წვლილი დავასახელებდი ბახტაძეს“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.