ბიძინა ივანიშვილმა „პირდაპირ ფეხები შეაწმინდა ყოფილ პრემიერს და ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა და ხდება ამ ქვეყანაში, გადააბრალა კვირიკაშვილს და მის გუნდს. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა ველოდოთ ძალიან ხმაურიან პროცესებს უკვე კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, ეს პრაქტიკულად დაანონსა ივანიშვილმა“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
„ის, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა, ამას ჩვენ ექვსი წელია ვიძახით, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილიც იძულებული გახდა ეს ოფიციალურად დაედასტურებინა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ დღეს არის ბანკის მძევალი და ეს ბანკების დანაშაული კი არ არის, ეს არის ივანიშვილის დანაშაული, რომელმაც თავად შეუწყო ხელი ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას. ის ყოველთვის პასუხისმგებლობას აკისრებს სხვას იმ შეცდომაზე, რომელიც დაშვებული არის „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ შემთხვევაში, განტევების ვაცი არის გიორგი კვირიკაშვილი. მან დღეს პირდაპირ ფეხები შეაწმინდა ყოფილ პრემიერს და ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა და ხდება ამ ქვეყანაში, გადააბრალა კვირიკაშვილს და მის გუნდს. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, უნდა ველოდოთ ძალიან ხმაურიან პროცესებს უკვე კვირიკაშვილის გუნდის წინააღმდეგ, ეს პრაქტიკულად დაანონსა ივანიშვილმა“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა, როგორც ამას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.