„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ სამ ბენეფიციარს გაცილების საზეიმო ღონისძიება გაუმართეს
25-07-2018, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ დაარსებიდან სამი წელი გავიდა. სამი ბენეფიციარი უკვე სრულწლოვანი გახდა. მათ გასაცილებლად მეგობრებმა და ცენტრის დირექციამ საზეიმო ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას წყალტუბოს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


„ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს საუკეთესო პირობების შექმნას და ყველაფერს გააკეთებს ცენტრის აღსაზრდელების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საზოგადოებასთან ინტეგრაციის მიმართულებით“, განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილმა.


ცენტრის მმართველსა და დირექციას გულისხმიერებისა და განსაკუთრებული მზრუნველობისთვის მადლობა მოახსენა მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა. საკრებულოს წევრმა მურმან შალამბერიძემ ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი