საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთში, მასშტაბური ხანძრის შედეგად, დატრიალებული ტრაგედიის გამო საბერძნეთის პრეზიდენტს და ბერძენ ხალხს ქართველი ხალხის სახელით თანადგომას, მხარდაჭერას და სამძიმარს უცხადებს.
,,ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, ნება მომეცით გამოვხატო თანადგომა ბერძენი ხალხის მიმართ და გამოვთქვა ღრმა მწუხარება საბერძნეთში გაჩენილი საზარელი ხანძრის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მრავალ ადამიანს მიაყენა ზიანი. თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ამ მომენტში, ჩვენ ვლოცულობთ ბერძენი ხალხისთვის.
უმორჩილესად გთხოვთ, გადასცეთ ჩემი სამძიმარი და თანადგომა დაღუპულთა ოჯახებს ამ ტრაგიკულ ვითარებაში და ასევე ჩემი სახელით დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.
შეგიძლიათ მთელი საქართველოს თანადგომის და მხარდაჭერის იმედი გქონდეთ", აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.