საქართველოს რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ კონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობდა ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანება“.
ჟიურის წევრებმა, დ. ტურაშვილი (მწერალი), კოტე ჯანდიერი (მწერალი), ოთარ ჯანელიძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი), როზეტა გუჯეჯიანი (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი), გამოავლინეს გამარჯვებულები. ელისაბედ ზანდუკელი, რომელიც კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე იყო, იქცა ჟიურის სიმპათიად და დაიმსახურა სიგელი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისგან. გამარჯვებულად გამოცხადდა ნუცა ჭინჭარაშვილი და გადაეცა სიგელი. ორივე ქალაქ დუშეთის მთავარი ბიბლიოთეკის მკითხველები არიან. მათი ნამუშევრები შევა კრებულში, რომელიც სულ მალე დაიბეჭდება.
ა(ა)იპ დუშეთის მინიციპალიტეტის „ალ. როინაშვილის სახ. საბიბლიოთეკო გაერთიანება“-ს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ გადაუხადა მადლობა და დააჯილდოვა სიგელით.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.