პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.
ამის შესახებ მან გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, საქართველოს ჭარბვალიანობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყოველთვიური შეხსენების მიუხედავად, მან ეს საქმე ადგილიდან ვერ დაძრა.
მანვე დაამატა, რომ უშედეგო მცდელობების შემდეგ კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს განუცხადა, რომ მათთან მუშაობა შეუძლებელი გახდა.
„გავიგე, რომ იქ რაღაცებს მალავდნენ და ფარავდნენ. მიუხედავად ყოველთვიური ჩემი შეხსენებისა, რომ ეს ასეა და მიხედვა უნდა, ადგილიდან ვერ დავძარი... მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ მათთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდებოდა... ქუმსიშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეთანხმებით ეს კვლევა არ გამოაქვეყნა, რაღაც მიზეზებს ამბობს, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე კითხვა გუნდთან შეხვედრაზე, სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.