პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა არგუმენტების გამო ჰქონდა მას აზრთა სხვადასხვაობა მთავრობის ყოფილ მეთაურთან, გიორგი კვირიკაშვილთან.
„ძალიან ნათლად განმარტა ბიძინა ივანიშვილმა, მისთვის ჩვეული ღიაობით და გულწრფელობით თქვა, რომ ის ახლა არ საუბრობს ამაზე, ახლა უბრალოდ ვსაუბრობთ საჯაროდ, მაგრამ ის ამის თაობაზე (ჭარბვალიანობაზე) ესაუბრებოდა შესაბამის მინისტრებსაც და მთავრობის მეთაურსაც. ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ამბობს ღიად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე აქამდე არ საუბრობდა“, განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა:
„ჭარბვალიანობის და ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა მას საუბარი, ისევე, როგორც პარლამენტთან ურთიერთობაზე, ამ ტენდენციების უფრო მეტად გააქტიურებაზე. მეც მსმენია და მქონია ამ თემაზე მასთან საუბარი. მგონია, რომ ეს არის მხოლოდ კარგი დემოკრატიისთვის და კარგი ანგარიშვალდებულებისთვის, ასე რომ, ამას მივესალმები... ვფიქრობ, ნათლად ახსნა ბიძინა ივანიშვილმა, რა წუხილი, რა განცდა და რა არგუმენტების გამო ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის ძირითადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის არასამართლებრივი სივრცე, რაც შეიქმნა და, რამაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, ასევე, რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელების სურვილი საბანკო სფეროსთან მიმართებაში. აღნიშნული მან ნათლად, ღიად და ძალიან კორექტულად ახსნა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.